“ქართველთა ეროვნული მოძრაობა” არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის შექმნის იდეაც გაჩნდა, 2011 წელს და შეიქმნა 2012 წელს, სხვადასხვა მიზეზების გამო ორგანიზაცია 2012 წლიდან ფუნქციონირებს მხოლოდ ონლაინ და არანაირი ფიზიკური მისამართი არ ჰქონია და არც ახლა არ გააჩნია.
ჩვენი ორგანიზაცია მიზნად ისახავს საქართველოში სისტემის სრულ ცვლილებას და მოსახლებისთვის თავიდან ბოლომდე ახალი სახელმწიფო მოწყობის შეთავაზებას, რაც მოითხოვს მასშტაბური გეგმის შემუშავებას, ამ რამოდენიმე წლის განმავლობაში ორგანიზაცია ამუშავებს სხვადასხვა მმართველობის მოდელებს და შესაძლებელია მისი ნაწილის გაცნობა ჩვენი პროექტების, კატეგორიების მიხედვით: მართლმსაჯულება, ჯანდაცვა, თავდაცვა, ეკონომიკა, საგარეო, ინფრასტრუქტურა, კულტურა, განათლება, სოფლის მეურნეობა.
ჩვენი ორგანიზაციის მიზანი საწყის ეტაპზე ეროვნული იდეის შემუშავებაა, რომელიც ერს გააერთიანებს და შემდეგ ერთიანი ერი შეუდგება ქვეყნის მშენებლობას და განვითარებას ელვისებური სისწრაფით.