საქართველოს კონსტიტუციის შესახებ

აღნიშნული იდეა დამუშავებულია და ეკუთვნის “ქართველთა ეროვნულ მოძრაობას”

დღეს მოქმედებს 1995 წლის კონსტიტუცია, რომელიც დაჩქარიებული წესით მიიღეს. 1993 წელს სქართველოს პრეზიდენტის მოკვლის (ან ხელოვნურად თვითმკვლელობამდე მიყვანის) შემდეგ, (უცხეთიდან მხარდაჭერილმა) სამხედრო ხუნტამ, ედუარდ შევარდნაძემ და მისმა თანამოაზრეებმა ერთად შეიმუშავეს საქართველოს და ქართველი ხალხის მზაკვრულად მართვის და ხალხზე ბატონობის ახალი სისტემა, რომელიც 1995 წელს დაუკანონეს ხალხს, რომელსაც 1992 წელს მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე ხვრეტდნენ.
ზვიად გამსახურდიას ერთადერთ შეცდომად მივიჩნევთ მის მოსაზრებას სახელმწიფოს მტრების შესახებ: “ისინი თუ გვესვრიან ტყვიაბს, ჩვენ უნდა ვესროლოთ ყვავილები მათ” ეს იყო ისეთი შეცდომა, რომელმაც მასაც და მის ხელისუფლეასაც ძირი საბოლოოდ გამოუთხარა. სახელმწიფოს მტრებს სახელწმფიოც შესაბამისად უნდა მოექცეს.

„როდესაც 1992 წლის 7 მარტს თბილისში დავბრუნდი, მაშინვე ვიცოდი, რაც იყო ჩემი უმთავრესი სამართლებრივი მიზანი – კონსტიტუციის მიღება და არჩევნების ჩატარება. (თითქოს სახელმწიფოში არ ყოფილიყოს არც არჩევნები და არც კონსტიტუცია.)

პარლამენტის არჩევნები ჩავატარეთ, პარლამენტთან ერთად ხალხმა მეც ამირჩია, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო შემდეგ პარლამენტმა – სახელმწიფოს მეთაურად. ლეგიტიმაცია მოხდა, მაგრამ სახელმწიფოს აშენება დროის შესაბამისი კონსტიტუციის გარეშე შეუძლებელი იყო. (მელას მოწმედ თავისი კუდი მოყავდაო აი აქ ზუსტად ეგ ამბავია.)

1993 წლის 16 თებერვალს ჩემი წინადადებით საქართველოს პარლამენტმა შექმნა 118 კაციანი საკონსტიტუციო კომისია და მას დაავალა საქართველოს 1921წლის კონსტიტუციის არსობრივად რედაქტირებული ვარიანტის მომზადება, ამ კომისიის თავმჯდომარე მე ვიყავი. (თავმჯდომარე შევარდნაძემ, ზუსტად თავის თავზე მოირგო ახალი კონსტიტუცია, როგორც ჰქონდა დაგეგმილი მას და მის მხარდამჭერ უცხოურ ძალებს.)

კომისია პარლამენტივით ჭრელი იყო და მასთან მუშაობა ძალიან ჭირდა. აქ, პარლამენტის არ იყოს, სხვადასხვა შეხედულებისა და სხვადასხვა მიზნის მქონე ხალხი იყო თავმოყრილი. ბევრი იყო მათში მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ვინც ყოველმხრივ ცდილობდა სასურველი შედეგისთვის მალე მიგვეღწია, მაგრამ როგორც აქ, ისე პარლამენტში, შემთხვევითი ხალხიც გვერია. ეს ართულებდა საქმეს და იქნებ, ამიტომაც დიდხანს გაგვიგრძელდა მუშაობა.

სამი წლის დაძაბული და მძიმე მუშაობის შემდეგ, (ამ სიტყვებში რამხელა სიცრუეა უკვე ყველა მიხვდებოდა მაგრამ მაინც, დავწერ 1992 ში თბილისი გაანადგურეს, ამავე წელს დაიწყო დასავლეთში კერძოდ სამეგრელოს რეგიონში ხუნტამ ძალადობრივი ქმედებები, ამავე წელს საქართველოში მომხდარი საპროტესტო აქციებიდან ყველაზე დიდი საპროტექსტო აქციაც და სხვა გამოსვლებიც დახვრიტეს, 1993 ში გაგრძლედა ეს ყოველივე და ქვეყანამ ერთერთი მნიშვნელოვანი რეგიონი დაკარგა და ამ დროს თურმე კონსტიტუციაზე მუშაობდნენ. ეს თაველბში ნაცრის შეყრაა მეტი არაფერი.) 1995 წლის მაისში, კონსტიტუციის პროექტი წარედგინა კომისიას. იმავე წლის 2 ივლისს იგი გადაეცა პარლამენტს, ხოლო 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუცია მიიღო” (ასე დაასამარეს თავისუფლი ერის არჩევანი ედიკამ და მისმა თანამოაზრეებმა და 1995 წელს მიიღეს უცხოური ძალების მიერ ნაკარნახები კონსტიტუცია)

ერის მოღალატე ედუარდ შევარდნაძის მემუარებიდან „ფიქრი წარსულსა და მომავალზე”

1921 წლის კონსტიტუცია, რომ სჯობია დღევანდელს და მისი განახლება დღევანდელობაზე მორგება შესაძლებელია ეს ყველამ იცის და ვისაც არ სურს ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, მათ არ სურთ 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენა.
თანამედროვე საქართველოში ზვიად გამსახურდიამ შეძლო და აღადგინა 1921 წლის კონსტიტუცია მაგრამ ისევ ძალიან მცირე ხნით შეძლო ფუნქციონირება ამ კონსტიტუციამ რომლის შექმნაზეც 2 წელზე მეტი მუშაობდნენ ივანე ჯავახიშვილი, შალვა მაღლაკელიძე, აკაკი ჩხენკელი, გრიგოლ ურატაძე, ნიკოლოზ ჩხეიძე და სხვები.
1995 წლის კონსტიტუციაზე კი მუშაობდნენ: ედუარდ შევარდნაძე, ავთანდილ დემეტრაშვილი, ლადო ჭანტურია, გიორგი ხუციშვილი და სხვები.

ასევე ყურადღება გასამახვილებელია კიდევ ერთ ფაქტორზე 1921 წლის კონსტიტუციაზე მუშაობდნენ “შვეიცარიის, ავსტრიის და გერმანიის” კონსტიტუციების მაგალითებიდან გამომდინარე და 1995 წლის კნსტიტუცია მიიღეს მაშინ როდესაც საქართველოს მოღალატეებმა, აშშ _ს და რუსეთის სპეც სამსახურების ხელშეწყობით ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება სისხლში ჩაახჩვეს, საქართველოს ულამაზეს რეგიონი მტრებს გადააბარეს და თან ეს ავადსახსენებელი “რუსული კონსტიტუცია” დაამტიკცეს 1995 წელს.

ქართველთა ეროვნული მოძრაობა იწვევს თანამოაზრეებს რადგან დაუყონებლივ დავიწყოთ მუშაობა 1921 წლის კონსტიტუციის განახლებისთვის და დღევანდელ საქართველოს შევთავაზოთ ღირსეული თანამედროვე და მმართველობის შესაბამისი სისტემა რასაც იგი იმსახურებს.

დატოვე კომენტარი